“ვაზისუბანს, მერვე ლეგიონს და მთლიანად ისანს პატრონი არ ჰყავს. ყოველდღე წყდება წყალი, დენი და შემდეგ ყურადღებას არავინ აქცევს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი გოგა ონიანი facebook-ზე წერს.
ონიანის თქმით, უახლოეს მომავალში პერმანენტული აქციები დაიწყება.
„სამწუხაროდ 2016 წელს ისნის სამივე ოლქში, გაყალბებულ არჩვენებში, მაჟორიტარებად ქართული ოცნების კანდიდატები გავიდნენ. ამ ფაქტმა უკვე გამოიღო უარყოფითი შედეგი. საერთო უმძიმეს სოცოალურ-ეკონომიკურ ფონს დაემატა ისიც, რომ ვაზისუბანს, მერვე ლეგიონს და მთლიანად ისანს პატრონი არ ჰყავს, მოშლილია ინფრასტრუქტურა, ყოველდღე წყდება წყალი, დენი და შემდეგ დღეები არავინ აქცევს ყურადღებას. ასევე დაიწყო მავნებლური მშენებლობების კასკადი. კორპუსებს პირდაპირ სკვერებში და სარეკრეაციო ზონებში აშენებენ. ფაქტიურად შემოსეულია ურდო რომელიც მხოლოდ პირადი კეთილდღეობის მოწყობით არის დაკავებული. მოთმენის დრო ნამდვილად აღარ არის, სულ მალე დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს და ყველა მაჟორიტარს შევუქმნით დიდ დისკომფორტს, ან დაინტერესდებიან მოსახლეობის პრობლემებით ან დატოვებენ მანდატებს და წაბრძანდებიან სახლში. ბრძოლა გამარჯვებამდე!!!”, – აცხადებს გოგა ონიანი.