ურეკში, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა ურეკი-სუფსის სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.