სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა სტიქიური უბედურების შედეგად შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებში, – ამის შესახებ usatoday წერს.
ჯორჯიის შტატში ძლიერმა ქარმა და ტორნადომ ნგრევა გამოიწვია. მისისიპიში კი, სადაც ქარის სიჩქარე 218 კილომეტრ საათი იყო, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას ჩრდილოეთ ფლორიდაში, ჯორჯიისა და კაროლინას სამხრეთ რაიონებშიც ვარაუდობენ.
დაღუპულთა ოჯახებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიუსამძიმრა.