დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღეს, დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს ეწვია. ეს ერთ-ერთი სადაზვერვო სამსხურია, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ინაუგურაციამდე არაერთხელ გააკრიტიკა და სააგენტოს კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა.
პრეზიდენტი ტრამპი სადაზვერვო სამსახურებს, განსაკუთრებით, დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ისინი ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობდნენ.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში, ტრამპმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტო პირდაპირ დაადანაშაულა, ეგრეთ წოდებული, “ტრამპის დოსიეს” გაჟონვაში. პრეზიდენტის თქმით, დოსიეში მის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია იყო მოთავსებული. ინფორმაცია, სავარაუდოდ, რუსული სპეც-სამსახურების მიერ არის შეგროვებული.