საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გადაღებულ ფოტოებს ეხმაურება. მისი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რუსეთთან კავშირში მყოფმა პირებმა ფარულად გადაუღეს. სააკაშვილის განცხადებით, ის გარეთ მეგობერებს ელოდებოდა რა დროსაც მისი დაფიქსირება მოახერხეს.
“ჩვენ ვთავაზობდით უკრაინულ ტელეარხებს, რომ გაეშუქებინათ ჩემი ყოფნა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. ყველამ უარი გვითხრა, სამაგიეროდ ზოგი მათგანი მეგობრულად ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც რუსეთთან კავშირში მყოფმა ადამიანებმა გადაიღეს და რომლებზეც მე უკვე ცერემონიის დასრულებისას, გასასვლელთან, ჯგუფის დანარჩენ წევრებს ველოდები.
უნიჭოები უნიჭოებად რჩებიან. მე არაფერი მაქვს მოსაყოლი და დასამტკიცებელი! ბოლო რამდენიმე კვირაა მე მქონდა კონტაქტები ტრამპის გუნდთან, ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ და ვაპირებ მჭიდროდ ვითანამშრომლო უკრაინის მეგობრებთან ამ ადმინისტრაციაში, რაც არ უნდა გაავრცელონ ჩვენმა მტრებმა.
ისინი ხან აეროპორტში მიღებენ მალულად, ხან ცერემონიის გასასვლელთან და შემდეგ შავ პიარს მიგორებენ, ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან უკრაინის საერთაშორისო პოზიციების გასაძლიერებლად. უკეთესი იქნებოდა, საკუთარი რესურსები ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებისთვის დაეხარჯათ და არა ჩემს დევნაზე ტუალეტებსა და აეროპორტებში.
მე არ მჭირდება ჩემი პირადი საერთაშორისო მეგობრული ურთიერთობებით სპეკულირება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდობა მოვიპოვო. ჩემი ბრძოლის ველი-თვით უკრაინა და უკრაინის პოლიტიკაა, საიდანაც მოვაშორებთ მასზე ჩაბღაუჭებულ ბარიგებს. “-წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.