სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1973 წელს დაბადებული შ.მ. სოფელ ბაკურციხეში აიყვანეს.
მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღესMAUZER-WERKE A.G.OBERNDORF- ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით .
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.