ვაშინგტონში ქალთა მარში, რომლებიც ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას აპროტესტებდნენ, გვიანობამდე გაგრძელდა. შეკრებილები ქალთა უფლებების დასაცავად და დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა დროს ქალებზე გაკეთებული განცხადებების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. ე.წ. ქალთა მარშს ამერიკის სხვადასხვა შტატიდან ჩამოსული ასობით ათასი ადამიანი დაესწრო.
დემონსტრაციაში ცნობილი მსახიობები და მომღერლებიც მონაწილეობდნენ – მათ შორის ბიონსე, შერი, სკარლეტ იოჰანსონი, მადონა. ამერიკის გარდა მსგავსი აქციები მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში გაიმართა.