რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან შესახვედრად მზად არის.დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრის ორგანიზებას თვეები დასჭირდება.
მისივე თქმით, შესაძლოა ეს საკითხი ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილონ, რომელიც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ვლადიმერ პუტინი აპირებს, რომ თავის ამერიკელ კოლეგას მისალოცად დაურეკოს.