“ევროვიზიის“ ეროვნული კონკურსის გამარჯვებული თაკო გაჩეჩილაძე გახდა. საკუთარი სიმღერით – Keep the Faith . საქართველოს 2017 წლის “ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე კიევში წარადგენს.
ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში – 122 ქულა მოიპოვა.
“ევროვიზიის“ ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.
საქართველო ევროფესტივალზე წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს. “ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.
შედეგების გამოცხადებისას თაკო გაჩეჩილაძემ ემოციები ვერ დამალა.