გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 20 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსი იქნება.
21 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, 22 იანვარს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.