ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეანაბრეები მე-5 დღეა პარლამენტთან შიმშილობენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულთა აქცია ამჯერად თბილისის პარლამენტის შენობასთან იმართება.

როგორც მეანაბრეები აცხადებენ, მათ პარლამენტის შესასვლელთან კედელზე ტრანსფარანტის გაკვრა უნდოდათ, რისი საშუალებაც საკანონმდებლო ორგანოს დაცვამ არ მისცა და აქციის მონაწილეებსა და დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები მე-5 დღეა შიმშილობენ. ისინი თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

იტვირთბა....