განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დღეს პედაგოგებს შეხვდა, სადაც ახსნა, თუ რატომ გახდა საგაზაფხულო, მარტის არდადეგების დაწესება აუცილებელი:
“ძალიან კარგად აისახება ყველაზე. ჩვენ რაღაც მომენტში დაგვავიწყდა, რომ ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია არ უშველით. საათები არ შემცირდება. ეს ყველა საათი რაც დავაკელით, დაკომპენსირდება სასწავლო საათებით. მარტში ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაისვენონ ზამთრის კურორტებზე და ნებისმიერ სხვა კურორტზე. დაისვენონ და ფაქტობრივად ჯანმრთელობას მიხედონ”,– განმარტა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტამდე გასტანს.