ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბიძინას მაგალითით”: “ამომრჩევლის სურვილი ასრულებულია, ”ნაცმოძრაობა” დაქუცმაცებულია”

“ბიძინას მაგალითით დავშალეთ ”ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემა ”360 გრადუსში” დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ამას ითხოვდა ხალხი ჩვენგან. ზოგიერთი კიდევ უფრო აგრესიულ ფორმაში ითხოვდა – ”მოსპეთ და დაიჭირეთ ეს ”ნაციონალურიო მოძრაობა” თავიდან ბოლომდეო”. ეს იყო 2012 და 2016 წლის არჩევნების რეალური დაკვეთა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. ოთხ ნაწილად დაიშალა ”ნაციონალური მოძრაობა”. დღეს უკვე ერთმანეთს ღალატში და გამყიდველობაში სდებენ ბრალს. ჩვენ ვაჩვენეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის მაგალითი, მე ამას ვეძახი ბატონი ბიძინას მაგალითს. ბიძინას მაგალითით დავშალეთ ”ნაციონალური მოძრაობა”. რა მაგალითი აჩვენა ბატონმა ბიძინამ, – შეიძლება არჩევნების გზით ნებისმიერი რეჟიმის, ნებისმიერი ხელისუფლების დამარცხება”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
“არ მინდა მრავალსერიან ინდურ ფილმს ან თურქულ სერიალს დაემსგავსოს მათი დაშლა-არ მოშლის საკითხი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არანაკლები გმირები გვეყოლება, რაც თურქულ ან ინდურ სერიალს ჰყავს, ამათი დაშლა-არ მოშლით. ამომრჩევლის სურვილი ასრულებულია, ”ნაციონალური მოძრაობა” დაშლილი და დაქუცმაცებულია”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

იტვირთბა....