ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როგორც ინაშვილმა წაართვა ამომრჩეველი ბურჯანაძეს ასევე ამ ორი ჯგუფიდან რომელიღაცამ უნდა გაიმარჯვოს“

“ქართული ოცნების” დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ენმ-ს ყოფილი წევრებისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროცესი უფრო სერიოზულ სკანდალებში გადაიზრდება, ვინაიდან ორი ჯგუფიდან ერთმა უნდა გაიმარჯვოს:

“თუ საკუთარ თავს არ გამოუტან სამართლიან მისაგებელს, ამას გამოგიტანენ შენი პარტიის წევრები და მგონი, გამოუტანეს კიდეც – სიაში შეიყვანეს თავისი ხალხი და დარჩა მიშა თავის აგრესიულ ჯგუფთან ერთად, მცირე რაოდენობით. ეს პროცესი, ალბათ, კიდევ უფრო სერიოზულ სკანდალებში გადაიზრდება იმიტომ, რომ გამორიცხულია, მათ შეძლონ ამომრჩევლების ხმების კონსოლიდირება ამ ორ სუბიექტიანი შეჯიბრის დატოვების შემთხვევაში. როგორც ირმა ინაშვილმა წაართვა ამომრჩეველი ნინო ბურჯანაძეს და ბურჯანაძე ბარიერს მიღმა დატოვა, ასევე ამ ორი ჯგუფიდან რომელიღაცამ უნდა გაიმარჯვოს. მათ ერთი ამომჩეველი ჰყავს, ამიტომ ან ერთმა უნდა წაართვას ამომრჩეველი, ან მეორემ. ასე რომ, ეს ორი ჯგუფი ალბათ, მრავალი თვის განმავლობაში იქნება დაპირისპირებულ რეჟიმში და პოლიტიკის კანონი გვკარნახობს, რომ რომელიღაცამ უნდა გაიმარჯვოს რომელიღაცაზე. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, რომ ორივე მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ორივე დადგება დამარცხების რისკის ქვეშ“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

იტვირთბა....