თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ახალი წლის ღამეს კლუბ „რეინაზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. თურქი სამართალდამცველების მტკიცებით, დაკავებული უზბეკეთიდანაა. აბდულგადირ მაშარიპოვის დაკავების ოპერაცია სტამბოლის ესენიურტის რაიონში მიმდინარეობს. თურქული მედია წერს, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილი მეგობართან იმალებოდა და მაშარიპოვი საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
თურქული მედიის ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია მისი მცირეწლოვანი 4 წლის შვილიც.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ღამის კლუბ “რეინაზე“ თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.