ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩემი ბოლო გზავნილი ასეთი იყო“: რა მიწერა გიგი უგულავამ სააკაშვილს

 

გიგი უგულავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან საუბარი მხოლოდ “მიწერ-მოწერის დონეზე შედგა” , რადგანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მასთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონია. უგულავას თქმით, სააკაშვილი იმდენად არაადეკვატური იყო, რომ მასთან საუბრის გაგრძელებაც აღარ ღირდა.

“სააკაშვილთან კომუნიკაცია ვცადე, თუმცა საუბარი მხოლოდ მიწერ-მოწერის დონეზე შედგა, მას ჩემთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა. მისი ფიქრით, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან კავშირი არა აქვს და ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა. მისი მხრიდან ეს იმდენად არასერიოზული საუბარი იყო, რომ ჩემთვის პოლემიკის დაწყებაც უინტერესო გახდა. ჩემი ბოლო გზავნილი ასეთი იყო -“ნაციონალური მოძრაობის” დანგრევასა და დაშლაზე პასუხისმგებელი შენ ხარ” – დანარჩენი პერსონალური საუბარი იყო. “- განაცხადა  უგულავამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

 

იტვირთბა....