თბილიში, შარტავას ქუჩაზე ღამით 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქირურგის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში მასიური სისხლდანაკარგით მიიყვანეს, მიუხედავად ამისა ოპერაციის დასრულება ექიმებმა მოახერხეს. მამაკაცმა 4 ლიტრი სისხლი დაკარგა.
მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილი და დამნაშავე ერთ ეზოში ცხოვრობდნენ და შელაპარაკება ვალის გადაუხდელობის ნიადაგზე მოხდა. მკვლელმა მსხვერპლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.