ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძველი პარტიის ახალი სიცოცხლე”: “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სააკაშვილს შეხვდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. “ძველი პარტიის ახალი სიცოცხლე”, – ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა შეხვედრის ამსახველი ფოტო რომან გოცირიძემ.

შეხვედრას თანაგუნდელებთან ერთად აზერ სულეიმანოვიც ესწრებოდა, რომელმაც გუშინ გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” სასიკეთოდ მიიღო. მან  ფრაქცია დაშლას გადაარჩინა

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმცირესობიდან “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩნენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა “ნაციონალური მოძრაობის” სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პარტია დატოვა. აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარტია “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ფრაქციას შეინარჩუნებს.

იტვირთბა....