იმ მოსწავლეებს, რომლებმაც სკოლებში სწავლა გარკევული მიზეზებით ვერ შეძლეს, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ, -ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ პროგრამა “განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის” პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, სწავლის დაწყება სკოლაში ზრდასრულ ადამიანებსაც შეეძლებათ:
“დღეს, ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ. ეს არის განათლების ახალი შანსი. საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება – მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.