ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

დღეს LIBE-ს კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერენ

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება იმას, თუ როდის გაიმართება კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე, დოლიძის თქმით, დაზუსტებული არ არის.

“დღეს არის განხილვა LIBE-ს კომიტეტში, შემდეგ პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი, თუმცა პარლამენტის კენჭისყრის თარიღი ჯერჯერობით დაუდასტურებელია. ეს შეიძლება იანვრის ბოლოსკენ, ან თებერვლის დასაწყისში იყოს, ზუსტად ვერ გეტყვით”,- განაცხადა  ვიქტორ დოლიძემ.

იტვირთბა....