ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

15 წლის გოგონას გარდაცვალებას, სასწრაფო დახმარების მედიკოსებს აბრალებენ

ქუთაისში 15 წლის გოგონა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილი თიკო ლანჩავას ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ბავშვის მდგომარეობა ნამდვილად მძიმე იყო, თუმცა სასწრაფოს დახმარების ეკიპაჟს ჟანგბადის ბალონი არ აღმოაჩნდა, რის გამოც  გოგონას დახმარება ვერ შეძლეს და  გარდიაცვალა.

„ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო. თიკოს სუნთქვა უჭირდა, სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჟანგბადი არ  ჰქონდათ, რის გამოც თიკო მალევე გარდაიცვალა“, – აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

ქუთაისის სასწრაფოში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ. ქუთაისის სასწრაფოს დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მაია რუხაძის განმარტებით, ექიმებს თიკო ლანჩავა  უკვე აგონიურ მდგომარეობაში დახვდათ და მისი დახმარება ვეღარ შეძლეს.

“სასწრაფოს ექიმებს პაციენტი ერთეული სუნთქვით დახვდა. ბავშვს ჟანგბადი მიეწოდა, ამის პრობლემა არ არსებობს.  მანქანაში ჟანგბადის ორი ბალონი გვაქვს. მცდარია იფორმაცია თითქოს გოგონას გარდაცვალებაში სასწრაფოს მედიკოსები არიან დამნაშავეები“, – განაცხადა რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ  თიკო ლანჩავა 2013 წელს, ბაღდათის გზაზე მომხდარი გახმაურებული ავარიის შედეგად, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ტრამვირებული დარჩა. სამწუხაროდ, ლანჩავა დღეს გარდაიცვალა.

იტვირთბა....