გორის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ სკრას ტერიტორიაზე მოხდა. სავარაუდოდ, მძღოლს მანქანა მოყინულ გზაზე მოუცურდა და ხევში ჩავარდა.
3 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა. მისი მშობლები და 11 წლის მოზარდი კი საავამდმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.