“მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, მე წარმოავადგენ ნაციონალურ მოძრაობას. ნიკა მელიას ოდესღაც მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა”- ასე უპასუხა გიგი უგულავამ ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას. უგულავა “ენმ”-ს ოფისში მივიდა და პარტიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა. უგულავა ამბობს, რომ პარტიაში კონფლიქტის მოგვარების შანსი ძალიან ცოტაა.
“პარტია არის კრიზისში. თუ პასუხისმგებლობა გვეყოფა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ გაივლის, თუ ვერა, დარჩენილი ძალიან ცოტა რესურსი, ტელეფონის ბატარეა პროცენტებით რომ გაიზომება, ძალიან ცოტაა დარჩენილი.”- განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია”ენმ”-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, გიგი უგულავა გიგა ბოკერიას გუნდის წევრია.