ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რომელ ადგილზეა ინა გუდავაძე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიაში

ბრიტანული გამოცემა Sunday Time-ის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდვაძე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიაშია, სადაც  31 ქალბატონს შორის 28-ე ადგილზეა.  გუდავაძის ქონება 650 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული. გამოცემის ინფორმაციით, გუდავაძემ ქონება (უძრავი, მედია, კაზინო, ოქროსა და ნავთობის მოპოვება) მეუღლის ბიზნესის ხარჯზე დააგროვა.

სიაში პირველი ადგილი  ყოფილ მის ბრიტანეთს, შვეიცარიელი ბიზნესმენის ერნესტო ბერტარელის მეუღლეს, კრისტი ბერტარელს უკავია – 9,8 მილიონი გირვანქა სტერლინგით. სიაში ასევე არიან ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგი – 600 მილიონი გირვანქა სტერლინგი; მოსკოვის ყოფილი მერის ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა – 729 მილიონი გირვანქა სტერლინგი; პოლ მაკარტნის მეუღლე ენსი შეველი – 760 მილიონი გირვანქა სტერლინგი, მსახიობი სელმა ჰაიეკი – 2,3 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

იტვირთბა....