ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მასშტაბური წყალდიდობა გერმანიაში 

 

გერმანიაში ძლიერმა წვიმამ ქუჩები და სახლები დატბორა, რამდენიმე ავტომობილი  კი წყალმა გაიტაცა. წყალდიდობის შედეგად ასევე მრავალი სადგომი და ქუჩა მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

წყალდიდობის შედეგად ქალაქები და სოფლები დაზიანდა, მათ შორის საკურორტო კუნძული უსედომი, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. საპორტო ქალაქ ვისმარში წყლის დონე 1.83 მეტრს აღწევს.

გერმანიაში წყალდიდობა რეგულარულად ხდება, მაგრამ, როგორც წესი, ის გაზაფხულზე ყველაზე ხშირად ფიქსირდება.

თუმცა, 2006 წელს გერმანიაში მომხდარი წყალდიდობა გამონაკლისი შემთხვევა იყო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი იყო. მდინარე ელბაში წყლის დონე 7,5 მეტრს აღწევდა, რის შედეგადაც 25 ათასი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

იტვირთბა....