„ვზივართ ახლა დაუბანლები, სიბნელეში და ვფიქრობთ, რას დავაბრალოთ ლარის გაუფასურება და სიგარეტის გაძვირება”- ამის შესახებ ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ზე წერს.
„არა რა, უწყლობას ისევ უშუქობა სჯობს – ჩაილაპარაკა უბანში ჩამომდგარი ქოცის სუნით შეწუხებულმა ჩემმა მეზობელმა ამ გაგანია XXI საუკუნეში და ვერც კი შენიშნა, რომ ამ ერთი ფრაზით ქოციანობის ჟამის საცოდავი სულისკვეთება შეაჯამა…
არადა, მხოლოდ იმიტომ დავანგრიეთ ეს საათივით აწყობილი ქვეყანა, რომ ინგლისური სასამართლოები, ნორვეგიული ციხეები და შვეიცარიული დემოკრატია არ გვქონდა. ვზივართ ახლა დაუბანლები, სიბნელეში და ვფიქრობთ, რას დავაბრალოთ ლარის გაუფასურება და სიგარეტის გაძვირება. ახია ჩვენზე”- წერს ბიბილაშვილი.