ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აფერუმ, იდეის ავტორსა და რეჟისორს”: პოლიტიკური კომბინაცია, რომელიც ახალ ოპოზიციას ქმნის

პოლიტიკურ დრამას უწოდებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გიგი უგულავას ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ის მოსალოდნელ პოლიტიკურ კომბინაციაზე საუბრობს, რაც საბოლოდ ‘ნაციონალების” ორად გაყოფით შეიძლება დასრულდეს.

“მდა, უგულავა რომ საკრებულოს წევრად ან სულაც თბილისის მერობის კანდიდატად ვიხილოთ … და “ნაცებისგან” შემდგარი ორი პარტია რომ დაეჭიდოს ერთმანეთს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გიგის და მიშას ხელმძღვანელობით, ახალ ოპოზიციასაც ძებნა აღარ დასჭირდება, აგერაა გამზადებული…

ერთი შეხედვით, ტრაგიკომედიაა, მაგრამ რეალურად ფილიგრანული ტექნიკით შესრულებული პოლიტიკური დრამა, სცენარის ავტორს და რეჟისორს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

ამ კონფიგურაციაში “რუსთავი 2”-იც აღარ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის თავის ტკივილს და ამიტომ, დიდი ალბათობით, ის გააგრძელებს არსებობას;

დასავლეთიც კმაყოფილია (ვისაც შერჩება საქართველოს მიმართ ინტერესი): ერთი მძლავრი აღარა, მაგრამ რამდენიმე საშუალო თუ მცირე ზომის პროდასავლური პარტია გამოჩნდება ადგილობრივი არჩევნებისთვის ბაზარზე – მიშასი, გიგისი, უსუფაშვილის, “გირჩი” და ა.შ.

და რაც მთავარია, კმაყოფილი იქნება ხელისუფლება – კვლავ დანაწევრებულ-დაქსაქსული და ერთმანეთზე წაკიდებული პოლიტიკური ბაზარი მას კარგა ხანს არ შეუქმნის საფრთხეს.

ასეთი მაღალი კლასის პოლიტიკური კომბინაცია ქართულ პოლიტიკას არ ახსოვს: აფერუმ, იდეის ავტორსა და რეჟისორს”

იტვირთბა....