რუსთავში ხანძრის შედეგად, 84 წლის მოხუცი გარდაიცვალა. ცეცხლი გიორგი ლეონიძის ქუჩის #18 კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი საეკლესიო სანთლიდან გაჩნდა, რომლიც მოხუცს ღამე ანთებული დარჩა. მეზობლების თქმით, მოხუცს ეძინა და მისი გამოყვანა ვერ მოასწრეს, ის კვამლისგან გაიგუდა, შემდგომ კი დამწვრობები მიიღო.
მოხუცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-3 ნააწილით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.