ხვალ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მცირე თოვლია მოსალოდნელი, დაბლობში კი უნალექო ამინდი იქნება. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, 7 იანვრის ჩათვლით საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ხვალ, დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსი; მთაში -2;+3; მაღალმთაში -5; 0 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 6-11გრადუსი; მთაში -2;+3; მაღალმთაში -1;-6 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც, ჰაერი კი 9 გრადუსამდე გათბება.
5 იანვარს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს და 10-15 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 5-10 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ღამით -3 გრადუსი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება.
6 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში კი მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი, ღამით +2;+7გრადუსია მოსალოდნელი.
7 იანვარსაც დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერი 13-15 გრადუსამდე გათბება.
8 იანვრის შემდეგ საქართველოში ამინდი შესაძლოა შეიცვალოს.