საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.
ბრძოლას ტელეკომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე ვასილ მაღლაფელიძე, ნინო ზაუტაშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი და ზაალ ანჯაფარიძე განაგრძობენ.
კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ზაალ ანჯაფარიძე – 6 ხმა;
ვასილ მაღაფერიძე – 5 ხმა;
ნინო ზაუტაშვილი – 5 ხმა;
თინათინ ბერძენიშვილი – 8 ხმა;
ნათია კუპრაშვილი – 8 ხმა.
მეორე ტურში გადასულმა კანდიდატებმა ტელევიზიის მართვის საკუთარი კონცეფცია უნდა წარადგინონ, უპასუხონ საბჭოს წევრების შეკითხვებს, რის შემდეგაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა ცნობილი გახდება. გასაუბრების პროცესი ხვალ და ზეგ გაიმართება.