რუსთავში, ახალი წელს, დაახლოებით 07:30 წუთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 5 მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით BMW-ს მარკის ავტომობილი ძველი რუსთავიდან მაღალი სიჩქარით მოდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ მანქანა ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილი მამაკაცების ასაკი 20-დან 25 წლამდეა. ხუთივე ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.