”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში პროგნოზირებს.
“თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: ”ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი – 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი”. – უსუფაშვილი ამბობს, რომ ეს შეიძლება ივნისში მოხდეს, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს.
მისი თქმით, პრეზიდენტს არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა ”ქართული ოცნების” გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით.