ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება”

“უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება”, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მაკკეინი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზი დაათვალიერა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და ადმინისტრაცია გააგრძელებენ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდაჭერას. კონგრესისა და სენატის პოზიცია არ შეიცვლება. კვლავ ვიმუშავებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოსადმი მხარდაჭერა, გაგრძელდეს ქართული ჯარის წვრთნები. ჩემი გზავნილია ის, რომ ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი ხალხის, მათი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. მადლიერები ვართ ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

იტვირთბა....