ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

კვირიკაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე: “მოხმარებისთვის პატიმრობა არაჰუმანურია”

“საპატიმრო ზომით დასჯა ადამიანის, რომელსაც უბედურება დაემართა ცხოვრებაში, ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ არაჰუმანურია, არაპროდუქტიულია,” – ამის ესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხვონის კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, მოხმარებისთვის პატიმრობა არაჰუმანური და არაპროდუქტიულია, თუმცა ადმინისტრაციული სანქცია უნდა არსებობდეს.

„ნარკოტიკი არის უბედურება. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ ამ ჟივილ-ხივილის, რომ ეს რამენაირად შეიძლება კარგი იყოს, არავითარ შემთხვევაში. მაგრამ მეორეს მხრივ, საპატიმრო ზომით დასჯა ადამიანის, რომელსაც უბედურება დაემართა ცხოვრებაში, ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ არაჰუმანურია, არაპროდუქტიულია, ჩემი აზრით. ჩვენ კარგად უნდა მოვიფიქროთ, პრევენციისდა მკურნალობა-რეაბილიტაციის საშუალებები, იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯი, რომ აღარ დაისაჯონ ასეთი ადამიანები,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

იტვირთბა....