ახალი ამბები მთავარი სპორტი

ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონს მოუგო

მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე რაპიდსა და ბლიცში, საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ სწრაფი ჭადრაკის მეორე ტურში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს მოუგო. ჩემპიონატი ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდა.

მსოფლიო  ჩემპიონატის პირველ ტურში ფანცულაია რუს იან ნეპომნიაშცის დაუზავდა, ხოლო მომდევნო დმიტრი იაკოვენკოსა და ევგენი ტომაშევსკის მოუგო,  ვლადისლავ არტემეევთან შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა.

იტვირთბა....