“გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილი პარტიის ერთიანობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. – განაცხადა “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
„ამ გუნდმა იმ კამპანიის გარდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ ჩვენს წინააღმდეგ, რომ თითქოს გარიგებულები ვართ და გვაყენებენ შეურაცხყოფას, ახლა გადაწყვიტა, რომ იურიდიულ დემოკრატიულ პროცედურებზეც უარი თქვან. გამოაცხადეს რაღაც კომისია, რომელიც თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს. ამ ზღვრამდე ამ პროცესის მიყვანა ნამდვილად სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარტიის ერთიანობას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხელ სააკაშვილი გაიაზრებენ თუ რამხელა ზიანს აყენებენ არა მხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ ჩარჩოში.
აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ განსხვავებული აზრია პრობლემა, მაგრამ წესების უგულვებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა ეს არის პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს პარტიას. პროცესების ასე განვითარება, როდესაც სააკაშვილის მხრიდან ხდება თანაგუნდელების შეურაცხყოფა, აღრმავებს პარტიის დაშლის შესაძლებლობას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
იტვირთბა....