ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სააკაშვილი დაბრუნდება და ქვეყნის მშენებლობას გააგრძელებს“

 

„მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში და ქვეყნის მშენებლობას გააგრძელებს, ეს ფაქტია და ამას ვერავინ გამორიცხავს”, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ჩამოშორებული იყო პარტიულ საქმიანობას, კერძოდ მას არ მიუღია მონაწილეობა 2016 წლის საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში.

”პროგრამა, რომლითაც ”ნაციონალური მოძრაობა” 2016 წელს ამომრჩევლის წინაშე წარსდგა, მის შექმნაში მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია, ვფიქრობ ეს პროგრამა იყო დამაზიანებელი და არაფრისმთქმელი ამომრჩევლისთვის. საარჩევნო კამპანიის დროს, საარჩევნო სტრატეგია, რომელიც იყო საარჩევნო შტაბის მიერ  დაგეგმილი, იყო მცდარი. ის, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ მოახერხა უბანზე ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირება და გასაჩივრება, ეს იყო საარჩევნო შტაბის და მიკრომენეჯმენტის პრობლემა. ”ნაციონლური მოძრაობა” როდესაც გაიმარჯვებს, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში და გააგრძელებს ქვეყნის მშენებლობას, ეს ფაქტია და ამას ვერავინ გამორიცხავს”,- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

იტვირთბა....