თბილისის მერიის ინფორმაციით, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში მთლიანობაში 52,3 მლნ ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი, რაც 13,6 მლნ ლარით მეტი იქნება 2015 წლის ფაქტიურ მაჩვენებელთან, ხოლო 12,3 მლნ ლარით მეტი, 2016 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილება, თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დღეს დაამტკიცა.