ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი სკაიპით ჩაერთო: „ბევრად ადრე დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს, ვიდრე მას წარმოუდგენია”

„ნაციონალური მოძრაობა“ 20 იანვარს ყრილობისთვის ემზადება, სადაც პარტიის წევრთა და მხარდაჭერთა რიცხვი, დაანონსების მიხედვით 7 000-ს შეადგენს. ყრილობამდე ექს-პრეზიდნტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სხვადასხვა რეგიონში სკაიპით ერთვება.

“პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ვიყოთ ის ხალხი წინ წამოწეული ვისაც არააქვს ეჭვები, ვინც არ გააქიცინებს აქეთ-იქით კუდს, ვინც არ დაიწყებს ყველგან კვერცხების ჩადებას, ჩვენ უკან დასახევი გზა არა გვაქვს”,- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა თავის გურულ მხარდამჭერებთან  სკაიპით გასაუბრებისას, გააკეთა.

“მე ჩემი ნებით არ წავსულვარ თქვენ იცით ქვეყნიდან. მაგრამ ივანიშვილის მცდელობას რო მე მთლიანად გამრიყოს ქართული პოლიტიკიდან და მერე რაც უნდა ის აკეთოს არ გამოუვა, იმიტო რო მე ვარ ბრძოლისუნარიანი, ვარ  მოწოდებული გავაგძელო ეს ბრძოლა. რაც მთავარია დაგიჭიროთ თქვენ მხარი. ყველაფერს გავაკეთებ რომ ყველა რაიონში ყველა ორგანიზაცია ფუნქციონირებდეს ჰქონდეს საკმარისი რესურსები. თქვენ იცით ამ მხრივ არათანაბრად ნაწილდებოდა რესურსები ყველაფერ გავაკეთებ რო თქვენ ყველა ასაკის ხართ მაგარი ხალხი, იმიტომ რომ არაფერი ისე არ ღირს როგორც ერთგულება და გამოცდილება. ის რო, მოდი ეხლა ვიღაცა ახლები ვიპოვოთ შეიძლება მთლად ერთგულები არარიან მაგრამ  ეხლა თავს მოვიწონებ – ხო ხედავთ შემოგვიბრუნდა ცუდად, ჩვენ გვჭირდება ხალხი პირველ რიგში ვინც არის ერთგული, ერთგულების ფასი არაფერი არაა ეს არის იდეის ერთგულება პირველობის ერთგულება კიარა იდეის ერთგულება ერთმანეთის გვერდში დადგომა, შრომა მუხლ ჩაუხრელი,  ამას ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ ამიტომ ჩვენ გვჭირდება იმ ხალხის წინ წამოწევა, ვინც ამდენი წელი გამოიჩინა ერთგულება, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენ ვართ უფრო ძლიერები ვიდრე არასდროს და ვიქნებით 20 იანვრიდან უფრო ძლიერები ვიდრე არასდროს” – აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

სააკაშვილი: “ჩვენ ბევრად უფრო ადრე დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს ვიდრე მას წარმოუდგენია, მაგრამ ამისათვის პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ვიყოთ ის ხალხი წინ წამოწეული ვისაც არააქვს ეჭვები, ვინც არ გააქიცინებს აქეთ-იქით კუდს, ვინც არდაიწყებს ყველგან კვერცხების ჩადებას, ჩვენ უკან დასახევი გზა არაგვაქვს, მე თქვენთან ერთად არამაქვს უკან დასახევი გზა, მე მიყვარს საქმის კეთება და საქართველოში ძალიან ბევრი საქმე გვაქვს დაუსრულებელი, ამიტო დიდი მადლობა რო შეიკრიბეთ დიდი მადლობა რო ერთად ვართ და თუ რამე კითხვები გაქვთ, სიამოვნებით გავცემ პასუხს”.

კახა ასკურავა – აქტივისტი: მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, პირველ რიგში გეტყვით რო საქართველო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მე ამას ყოველგვარი პათეტიკის და გადაჭარბების გარეშე ვიძახი, გზებს წეღან საუბრობდით, გზის მშენებლობაზე, თქვენ შემდგომ პრაქტიკულად გზა არ გაგრძელებულა და ქვეყანა წინ არ წასულა, მე ერთად ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ჩვენ 20 იანვარს როცა ყრილობა ჩატარდება,  უნდა დავიწყოთ ის მოძრაობა თქვენის ხელმძღვანელობით, რომ ძალიან მალე დავასრულოთ ივანიშვილის ბედი, სხვა გამოსავალი აქ არ დგას, ჩვენ, არც მე ვარ პრობლემა, წეღან ვსაუბრობდი მეგობრებთან, არც დათო მჟავანაძეა პრობლემა, არც ბესო ქათამაძე, თქვენ ხართ პრობლემა იმ გაზულუქებული ოლიგარქისთვის, ძალიან გთხოვთ ლანჩხუთლების თხოვნას ვახმოვანებ, ჩემი მეგობრების თხოვნას ვახმოვანებ, ძალიან გთხოვთ, უფრო მეტი იბრძოლოთ საქართველოსთვის და ძალიან მალე იფიქროთ აქ დაბრუნებაზე, ამას გეუბნებით სრულიად გულწრფელად, ყოველგვარი რაღაცაების გარეშე, აი ამიტომ ძალიან ბევრი იფიქრეთ ამაზე რო ჩვენთან ერთად მალე დაბრუნდეთ და ჩვენ შემდგომ ჩამოვკიდებთ  ლურსმანზე ბუცებს როცა თქვენ დაბრუნდებით აქ და იმედია რომ დაბრუნდებით საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი: მოდით ესე ვქნათ,  ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, უკრაინაში მე არაფერს არ წარმოვადგენ თქვენს გარეშე, იმიტომ რომ, უკრაინაში ვარ იმის გამო, რომ საქართველოში არ დამაყენეს. ეს ასე არის ნამდვილად, მაგრამ უკრაინაში თქვენ გარეშე არაფერს წარმოვადგენ და მთელი ლაპარაკი იმაზე რომ სააკაშვილისგან… ვის რაში ჭირდება ფაქტი, იმ დროს დაიწყო როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მხარდამჭერა,  იმიტომ რომ ვიწყებდი დიდ მოძრაობას და ამდროს აქაურმა უკრაინელმა ოლიგარქებმა გამოიყენეს მაშტაბურად ის რო – ხო ხედავთ სააკაშვილს საკუთარი პარტიიდანც კი აგდებენ, ამიტომ მე არ ვიცი რა იყო მოტივაცია იმ ჩვენი ხალხის, ვინც, იმ პატარა ჯგუფის, ვინც დაიწყო ამ პროცესის ინიცირება ჩემი პარტიიდან დისტანცირების … მე გასაკეთებელი შეიძლება ბევრი მქონდეს, მაგრამ ძალიან ცუდად დაემთხვა აქაური ცუდი ხალხის ინტერესებს და მათ შორის ზოგადად საქართველოს არაკეთილ მოსურნეების ინტერესს. რათქმა უნდა ჩემი გული ძგერს თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა საქართველოში რა მოხდება ეს არის ჩემთვის სასიცოცხლო და გადამწყვეტი. საერთოდ ეჭვი არ შეგეპაროთ ამაზე. იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი რაც ჩვენ ყველაფერი რითაც ვამაყობ დაკავშირებულია თქვენთან, არ გეთანხმებით, მათთვის პრობლემა ბესო ქათამაძეც არის პირველ რიგში, დათო მყავანაძეც არის, თითეული თქვენგანიც არის, რა თქმა უნდა ივანიშვილი რო იყო ჩამოსული ოზურგეთში და დათო და ჩვენი ჯგუფი რო დახვდა ეგი არასდროს არდამავიწყდება,  ხო უთხარით სიმართლე მას, რა თქმა უნდა ვერ დაგვაკლებს ვერფერი და ვერც იმას დავაყოლებ რაცარი, ნაცარი თავზე დაიყარეთ აბა მოემზადეთ კიდე 2030 წლამდე, ეს უნდა იყოს, დაივიწყეთ სააკაშვილი, ეს არის წარსული თუ ივანიშვილია ჩვენი მომავალი და მე ვარ წარსული. ჩვენზე უკეთესად რამე რო გაეკეთებინათ სიამოვნებით დავთანმხდებოდი, მაგრამ არ აკეთებენ უკეთესად. პრობლემა იმაშია. რომ ჩვენ და მეორე როცა გვერდზე გაწევაზეა საუბარი, ჩემთნ კიარააქ პრობლემა იმ ხალხს, მათ პრობლემა აქვთ თქვენთან, მათ პრობლემა აქვთ აქტიურობასთან, მათ პრობლემა აქვთ ბრძოლის უნარიანობასთან. აბა რანაირად უნდა უძახო ამ ხალხს ჯოგი, რანაირად უნდა უყურო ზემოდან ქვემოთ, რანაირად უნდა ეძახონ გაუნათლებლები. არიან ხალხი და ჩვენ ვართ განათლებულები, ეგრე არგამოვა. საქმის მკეთებელი ადამიანი განათლებულიც, კულტურულიც,  არის ინტელიგენტიც, არის მე არმეგულება იმათ იმ პატარა ჯგუფში ისეთი განათლებული ხალხი როგორიც შემხვედრია თუნდაც გურიაში, ასერო მოდი ეხლა ესეთ ლაპარაკებს უნდა მოეშვას ყველა. ნუ ახდენთ საკუთარი პროგრესების პროვოცირებას ჩვენ ხალხზე, ვისაც შეუძლია ბრძოლა ის უნდა იყოს ბრძოლაში და მცდელობა რო ხელოვნურად შევუზღუდოთ მოედანი და მარტო დარჩეს პატარა ჯგუფი და ავტომატურად ყველა ჩვენ უნდა დავირაზმოდ და ყველა არჩევნებზე ხმა მივცეთ, ესე არგამოვა. ჩვენ აქ 1% არის ერთ მხარეს, 99% მეორე მხარეს, 99% – 1%  იმდენად არსაჭიროებს. 1% -99% -ის გარეშე ვერ გაძლებს.  არგამოვა ერთ დროულად ამ ნავში იჯდე და თან მუდმივად არყევდე მას და იძახოდე აქ რაღაცა მთლად ისე არარი, დანაშაულებლები არის ჩადენილი და … “მთლად ისე” რას ნიშნავს?  ჩვენ გვჭირდება ის ხალხი ვინც იამაყებს და ვისაც ზუსტი პროგრამა ექნება როგორ გავაგრძელოთ, რა გავაკეთოთ, რა არის ივანიშვილის მოშორების სწორი და სწრაფი გეგმა”. – განუცხადა სააკაშვილმა გურიაში მოქმედ რაიონული ორგანიზაციების აქტივს სკაიპით ჩართვისას.

იტვირთბა....