ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ხვდება. როგორც გასვიანმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, შოთაძესთან კითხვები ექნება არა მხოლოდ მის საქმეზე, არამედ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზეც:
“ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ მთხოვა მეკითხა, რას აკეთებს გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩემ საქმეს, ეს შეხვედრა გადაწყდა მაშინ, როცა მე მთავარ პროკურორს პირდაპირ ეთერში ვკითხე ჩემი ცემის საქმეზე და აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ მე მცემეს იარაღის მუქარით. ამ ეტაპზე ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს მტკიცებულებების მოგროვება”, – განაცხადა გიორგი გასვიანმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ბორჯომის პოლიციის წარმომადგენლებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.