ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში საზოგადოებაც ჩაერთვება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა მაქსიმალური ჩართულობის პრინციპს ეფუძნება და გადაწყვეტილებებს მხოლოდ კომისიის შიგნით არ მიიღებენ. მისი თქმით, იქნება საზოგადოების ჩართულობაც.

„კომისიის მუშაობა ეფუძნება მაქსიმალურად ფართო ჩართულობის პრინციპს. არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება კომისიას არ გააჩნია, ამიტომ ის ძალიან კარგად მოუსმენს, პირველ რიგში, კომისიის წევრებს და რა თქმა უნდა, აქ არ იქნება მხოლოდ კომისიის შიგნით შემოფარგლული მუშაობა, ეს იქნება საჯარო განხილვებიც, საზოგადოების ჩართულობა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

იტვირთბა....