წყნეთის ქუჩაზე დაჭრილ მამა გიორგის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც მისი მკურნალი ექიმი ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მამაოს 4 გამავალი ჭრილობა ჰქონდა და გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
“კლინიკაში მოსვლისას აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები ორივე კიდურის მიდამოში მარცხენა წვივის ძვლის ნამსხვრევი ცეცხლნასროლი მოტეხილობა,”-განაცხადა მამა გიორგის მკურნალმა ექიმმა, ირაკლი ფიფიამ.
ამ დროსითვის სასულიერო პირი სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმ შემთხვევაში თუ მისი მდგომარეობა სტაბილურად შენარჩუნდა და არ გაუარესდა, შესაძლოა სამართალდამცავებს მისი პალატაში დაკითხვის უფლება მისცენ.
შეგახსენებთ, მამა გიირგი საკუთარს სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მომხდარზე უკვე აღძრულია საქმე და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.