ახალი ამბები მთავარი სამართალი

4 გარდაცვლილი, ერთი დაშავებული: ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ურეკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.  ოთხივე გარდაცვლილი სოფელ წვერმაღალას მკვიდრია.

ავარიის შედეგად დაშავებული თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანეს. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრში აცხადებენ, მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
იტვირთბა....