ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით უსუფაშვილმა ირაკლი კობახიძეს უარი უთხრა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყოფილ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვა შესთავაზა, თუმცა რიგი მიზეზების გამო ის ვერ მიიღებს კომისიის მუშაობაში მონაწილეობას – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხდა.

„მე პირადად მქონდა კონსულტაცია დავით უსუფაშვილთან, მისი ჩართულობა ამ კომისიის მუშაობაში იქნებოდა ძალიან ღირებული, თუმცა მან განმარტა, რომ პოლიტიკური კვოტით ვერ მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კრიტერიუმები იყო დაკონკრეტებული და ასევე, მას აქვს პოლიტიკური წარსული და პოლიტიკური აწმყო. ის ვერც ექსპერტის რანგში მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. ეს გახდა მიზეზი იმ სამწუხარო გარემოებისა, რომ ბატონი დავით უსუფაშვილი ვერ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაასახელა.

იტვირთბა....