ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სემეკმა” ჰიდროელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფი დაადგინა

სემეკმა ჰიდროელექტროსადგურების ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით,   ენერგო-პრო ჯორჯიას კუთვნილი 9 ჰიდროელექტროსადგურიდან ერთ ჰიდროელექტროსადგურს ტარიფი დაახლოებით 2 თეთრით გაეზარდა, ხოლო დანარჩენ 8-ს დაახლოებით ნახვერი თეთრით შეუმცირდა .

უფრო კონკრეტულად კი – აწჰესის მოქმედი ტარიფი იყო 2016 წელს 1კვტ/სთ – 4.067 თეთრი, 2017 წელს იქნება – 5.865 თეთრი.

რიონჰესი – 2016 წელს იყო 1კვტ/სთ – 3.827 თეთრი, 2017 წელს იქნება – 3.301 თეთრი.

საცხენჰესი – 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ – 6.170 თეთრი, 2017 წელს იქნება – 5.521 თეთრი.

ჩითახევჰესი – 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ – 3.933 თეთრი, 2017 წელს იქნება – 3.807 თეთრი.

ძევრულჰესი – 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ – 2.764 თეთრი, 2017 წელი – 2.616 თეთრი.

გუმათჰესი – 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ – 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება – 2.004 თეთრი.

ლაჯანურჰესი – 2016 წელს იყო 1კვტ/სთ – 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება – 1.593 თეთრი.

შაორჰესი – 2016 წელს იყო 1კვტ/სთ – 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება – 1.933 თეთრი.

ორთაჭალჰესი – 2016 წელს იყო – 1კვტ/სთ – 2.500 თეთრი, 2017 წელს იქნება – 2.325 თეთრი.

რაც შეეხება ,,ზაჰესს”, რომლის 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაც სემეკის მიერ ასევე დღეს მოხდა, ამ შემთხვევაშიც მოქმედი ტარიფი იყო 1 კვტ/სთ – 5.225 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება – 4.781 თეთრი. აღნიშნული ტარიფები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ახალი ტარიფი ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

იტვირთბა....