საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ აირჩიეს.
სეოკის პრეზიდენტის არჩევნებში 136 დელეგატიდან 135-მა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.
სეოკის საანგარიშო საარჩევნო სესია 12:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 4 საათში დამთავრდა.