ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

რაზე ისაუბრებს კალაძე „გაზპრომ-ექსპორტისა” და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელებთან შეხვედრისას

 

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე 23-24 დეკემბერს  მინკსში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტისა” და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კახი კალაძე „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს 23 დეკემბერს, ხოლო კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას 24 დეკემბერს შეხვდება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ “კომპანია „ინტერ-რაოსთან“ მორიგ სამუშაო  შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა  არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება”,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....