“უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის”თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი საქართვრლოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილს უგზავნის.
ბატონო გიორგი !
ჩვენი ორგანიზაციის(„უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“) და საქართველოს უმუშევართა სახელით ნება მიბოძეთ გამოვხატო აღშფოთება იმ პოლიტიკით,რომელსაც თქვენ და თქვენი მთავრობა ახორციელებთ ჩვენს ქვეყანაში.
თქვენი მთავრობა, უშუალოდ თქვენ მუდმივად ატარებთ პოლიტიკას,რომელიც მიმართულია მსხვილი კაპიტალის ინტერესების მომსახურეობისთვის და გავიწყდებათ,რომ წარმატებული მთავრობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მოსახლეობა, ანუ ის უმრავლესობა,რომელსაც დღეს არ გააჩნია კეთილდღეობა და უმრავლეს შემთხვევაში შიმშილობს.ელემენტარული კვების მუდმივმა დეფიციტმა მიგვიყვანა იქნამდე, რომ გაიზარდა მოქალაქეთა მთელი თაობა, ვისთვისაც ნორმალური კვება წარმოადგენს ფუფუნებას, სახსრების უქონლობამ კი გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში განათლების და კულტურის მკვეთრი ვარდნა .
ასეთ სავალალო ფონზე, ახალი წლის დღესასწაულების წინ, შუა ზამთარში თქვენ და თქვენი მინისტრები აცხადებთ თანამშრომლების მასიურ შემცირებებს, ამიტომაც პირადად თქვენ გეკისრებათ მთელი პასუხისგებლობა ამ ადამიანების ბედზე, მათ ოჯახებზე, ავადმყოფ მშობლებზე და მშიერ შვილებზე.
თქვენ იმაზეც კი არ იზრუნეთ, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, არაპოპულარული ნაბიჯი განხორციელებულიყო წელიწადის უფრო თბილ დროს და ცინიკურად მიართვით ადამიანებს ეს “საახალწლო საჩუქარი”. თქვენ არ იფიქრეთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს სოციალური დაცვის სისტემა, რადგან სოციალური დაცვის სააგენტო დიდიხანია არ პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს და პირდაპირ რომ ვთქვათ ,დისკრიდიტირებულია. კრიზისიდან გამოსავალს თქვენ ეძებთ მოსახლეობიდან ბოლო ლუკმის და ბოლო ძალების წართმევაში!!!!
თქვენ არ ფიქრობთ იმაზე,რომ ათასობით მოქალაქის ქუჩაში გაგდების დროს,საჭიროა იზრუნო, რომ ქვეყანაში იყოს ინიცირებული უმუშევრის სტატუსი, იყოს შექმნილი შრომის ბირჟა და ყველა უმუშევარს ერიცხებოდეს კომპენსაცია და უმუშევრობის შემწეობა.ზუსტად ასე ხდება იმ ევროპაში,სადაც ასე მიზანმიმართულად მიისწრაფის ჩვენი ქვეყანა .
ადრე ჩვენ უკვე გავბედეთ შეგვეთავაზებინა თქვენთვის კანონი “უსახლკაროთა შესახებ”, რომელსაც პირადად თქვენ უბრალოდ იგნორირება გაუკეთეთ, ახლა გთავაზობთ კანონს “უმუშევართა დახმარების შესახებ”, ის 2012 წელს იყო ინიციირებული დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ და ბლოკირებული იმ პარლამენტის მიერ, სადაც უმრავლესობაში იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
თქვენ გეძლევათ კიდევ ერთი შანსი იზრუნოთ მოსახლეობაზე, ჩვენი (თქვენი) ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეებზე.
პატივისცემით
“უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის”
თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი