„ევროპარლამენტმა ისტორიული გადწყვეტილება მიიღო, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“ – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა:
„ევროპის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოსა და ევროპის პოლიციას შორის თანამშრომლობის ოქმი დაამტკიცა. ამის მერე საქართველო ევროპოლის პარტნიორი გახდება. მსგავსი შეთანხმება ევროპოლს აქვს აშშ, კანადა, შვეიცარია და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან. ეს ნიშნავს რომ გავხდით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვის კუთხით“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.