სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი“ ავრცელებს.
გენშტაბის უფროსის მოადგილე შალვა ჯაბახიძემ შემცირება ბატალიონის ოპტიმიზაციით ახსნა.
“მეტრონომს” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზი რეორგანიზაცია გახდა.
გათავისუფლებულები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი და უსამართლო იყო.